მონოლითური კიბეები
  ფასები   კიბის ელემენტები  
  ჩვენი ნამუშევრები   ჩვენს შესახებ  
მთავარი   @mail

ჩვენი საქმიანობა:

ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა რკინა-ბეტონის მონოლითური კიბეების დამზადება. მონოლითური მეთოდით დამზადება ჩვენ გვაძლევს საშვალებას შევქმნათ განსხვავებული ფორმისა და ზომის კიბეები, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება კი უზრუნველყოფს ხარისხიანი, მოხერხებული და ხანგრძელი პროდუქციის მიღებას. საქმიანობის პერიოდში ჩვენ შევქმენით ორასზე მეტი კიბე, რომელთა უმრავლესობა იყო მოთხოვნილი ქ. მოსკოვის ცნობილ დიზაინერებსა და არქიტექტორების მიერ. ჩვენ ვართ ჩვენი საქმის პროფესიონალები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მიიღოთ უმაღლესი დონის კიბე მინიმალური ნერვების დანახარჯით და ადეკვატური საფასურის გადახდით. ჩვენ თქვენ გირჩევთ შეხედოთ კიბის დამზადების პროცესს იმისათვის, რომ იქონიოთ ნათელი წარმოდგენა მშენებლობის სირთულეზე და ჩვენი პროდუქციის ხარისხიანობაზე. მშენებლობის დასრულებასთან თქვენ ღებულობთ ხარისხიან კიბეს და სულიერ წონასწორობას.  

ჩვენი საქმიანობის პროცესი:

1.   ობიექტზე  გამოსვლა გაცნობის მიზნით და ზომების ასაღებად

ვათვალიერებთ ობიექტს, ვიღებთ ზომებს, განვიხილავთ დამკვეთთან ჩვენს შემოთავაზებებს მომავალი კიბის ტიპისა და დიზაინის შესახებ

2.   პროექტის დამზადება

ვამზადებთ კიბის პროექტს და გამოსაყენებელი მასალის სრულ ჩამონათვალს, ჩამოვაყალიბებთ ჩასატარებელი სამუშაოების გრაფიკს და ღირებულებას, ვამზადებთ ხელშეკრულებას

3.   ხელშეკრულების დამტკიცება

ხელშეკრულებაში მითითებულია: კიბის პროექტი, ხარჯთ აღრიცხვა, სამუშაოების ჩატარების გრაფიკი, მომსახურეობის სრული ღირებულება

4.   ყალიბის დამზადება და მონტაჟი

ყალიბის მეშვეობით კიბეს მიეცემა ინდივიდუალური ფორმა

5.   არმატურებისაგან კარკასის დამზადება და დაყენება

ფოლადის არმატურა ლაგდება ყალიბში კიბისათვის სიმაგრისა და საიმედოობის მისანიჭებლად; არმატურა იცავს ბეტონს დაშლისაგან და ბზარების წარმოქმნისაგან

6.   ყალიბში ბეტონის ჩასხმა

ყალიბი უწყვეტად ისხმევა  ერთ დღეში 300-350 მარკის ბეტონით

7.   ყალიბის დემონტაჟი

ბეტონმა უნდა მიიღოს სასურველი სიმაგრე, ამიტომ ყალიბის დემონტაჟი ხორციელდება 15-20 დღეში ჩასხმის დღიდან იმის და მიხედვით, თუ რა ტიპისაა კიბე

8.   მოსაპირკეთებელი სამუშაოები

  • საფეხურების მოპირკეთება მარმარილოთი, ქვით, კერამიკული ფილებით ან ხით

  • მოაჯირების დამონტაჯება

  • სამღებრო სამუშაოები

დაგვიკავშირდ:                               

 ტელ.  555-302-990

 ირაკლი შრაინერ