ტელ. 555-302-990 მონოლითური კიბეები
  ფასები   კიბის ელემენტები  
  ჩვენი ნამუშევრები   ჩვენს შესახებ  
მთავარი   @mail

კიბის ელემენტები
  • საფეხური კიბის სვლის ნაწილი, რომელიც შეიცავს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებს. საფეხური შეიძლება იყოს სწორი და შემორბენითი

  • შემორბენითი საფეხური საფეხური, რომლის ერთი გვერდი მეორე გვერდზე ვიწროა; გამოიყენება კიბის სვლის მოხვევისას

  • გამჭვირვალე საფეხურები ქვედა საფეხურის ჰორიზონტალურ სიბრტყესა და ზედა საფეხურის ვერტიკალურ სიბრტყეს შორის ცარიელი სივრცეა

  • კონსოლური საფეხური გამჭვირვალე საფეხური, რომელიც მიმაგრებულია ერთი გვერდითი მხარით დახრილ მზიდ კოჭთან (კოსოურთან, ჩანასთან)

  • კიბის სვლა კიბის დახრილი ნაწილი, რომელიც შედგება საფეხურებისაგან და მზიდ კოჭებისაგან

  • კიბის ბაქანი ჰორიზონტალური სიბრტყე, რომელსაც მიერთვის კიბის სვლა

  • კოსოური კიბის სვლის დახრილი მზიდი კოჭი, რომელსაც საფეხურები ეყრდნობიან ზემოდან

  • ჩანა კიბის სვლის დახრილი მზიდი კოჭი, რომელსაც საფეხურები ერთვიან გვერდიდან

  • მოაჯირი კიბის შემორაგვა

  • მოაჯირის სახელური განკუთვნილია კიბეზე გადაადგილებისას ხელით ჩასაჭიდებლად      

                                               საფეხურის პროპორციები

ხშირი ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი კიბე უნდა იყოს მოხერხებული, რადგანაც ასვლისას არ იყოს საჭირო ზედმეტი ძალის ხმევა. საფეხურების სიმაღლე და სიგანე უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ნაბიჯის სიგანეს. საფეხურის ზომების არჩევისას იყენებენ ორ ფორმულას:

  1. მოხერხებულობის ფორმულა კიბე თანაფარდობით b h = 12 სმ განსაკუთრებით მოხერხებულია ექსპლუატაციაში

  2. უსაფრთხოების ფორმულა მეტად უსაბრთხო ითვლება კიბე თანაფარდობით b + h = 46 სმ

საფეხურის სიმაღლე უნდა იყოს 1417 სმ საზღვრებში, არა ნაკლებ 12 სმ და არა უმეტეს 20 სმ

საფეხურის სიგანე უნდა იყოს 2830 სმ საზღვრებში, არა ნაკლებ 25 სმ და არა უმეტეს 33 სმ

აუცილებელია გამოვიყენოთ უმეტესად ახლო ოპტიმალურთან საფეხურის სიმაღლის თანაფარდობა სიგანესთან. ეს სიდიდე დამოკიდებულია სართულებს შორის მანძილზე და კიბის განსათავსებლად გამოყოფილ ადგილზე.

სასურველია გავითვალისწინოთ საფეხურების კენტი რაოდენობა, რადგანაც ადამიანმა უნდა დააბიჯოს ბოლო საფეხურს იმავე ფეხით, რაც პირველს.