|
|
ახალი ტექნოლოგიები ყოველთვის იძლევიან ახალ შესაძლებლობებს. ასე მონოლითური კიბეების დამსახურებით ადმინისტრაციულმა შენობებმა, რესტორნებმა, კოტეჯებმა და ბინებმა შეიძინეს ახალი დიზაინური შესაძლებლობები. ერთფეროვნებისა და ერთგვაროვნების სანაცვლოდ მოგვევლინდნენ დახვეწილობა და ექსკლუზიური დიზაინი! ერთ დღეს კიბე გახდა ჩვენი სახლის უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ელემენტი, და არა მხოლოდ ზედა სართულზე ასასვლელად განკუთვნილი საფეხურების თანმიმდევრობა. როგორი უნდა იყოს თანამედროვე კიბე?
რატომ მონოლითური კიბე?
არმატურებისაგან შედგენილი მონოლითური კიბის კარკასი უზრუნველყობს კარგ წინააღმდეგობას დინამიური და სტატიკური დატვირთვების მიმართ, ასევე იცავს ბეტონს ბზარების წარმოქმნისაგან
ბეტონი არ იშლება სინესტისაგან, ტემპერატურის ცვლილებისაგან და ატმოსფერული ზემოქმედებისაგან, ფოლადის არმატურა კი სანდოდ არის დაცული გარე ზემოქმედებისაგან
ბეტონი უმაღლესად ეთანადება ყველაზე მკაცრ უსაფრთხოების მოთხოვნებს ცეცხლგამძლეობის თვალსაზრისით, რაც ნიშნავს რომ იდეალურად უხდება როგორც საზოგადოებრივ, ასევე საცხოვრებელ შენობა ნაგებობებს
მონოლითური კიბის დამზადების ტექნოლოგია გვაძლევს ნებისმიერი რთული ფორმების შერჩევისა და ყველაზე განსაკუთრებული დიზაინური ჩანაფიქრების რეალიზაციის შესაძლებლობას
მონოლითური კიბის დეკორი შეიძლება იყოს ნებისმიერი: მარმარილო, კერამიკული ფილა, ბუნებრივი ქვა, ხე და ა.შ, რაც უფლებას გვაძლევს ამოვხსნათ ნებისმიერი დიზაინური ამოცანები როგორც ხედავთ რკინა-ბეტონის მონოლითურ კიბეებს აქვთ უპირატესობა ყველა მაჩვენებლებში სხვა დანარჩენი ტიპის კიბეებთან. ასეთი ტიპის კიბეები გახდებიან თქვენი სახლის ან დაწესებულების ღირსეული დამშვენება. |
|